ელჩების კანდიდატურებზე ოფიციალური ცნობა, ჯერჯერობით, არ გახმაურებულა. თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, იტალიაში, შვეიცარიაში, ჩინეთში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და რუსეთში საქართველოს ახალი ელჩები ეყოლება. კერძოდ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ბეგაშვილი ჩინეთში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე მიხეილ უკლებას შეცვლის, იტალიაში ზაზა გოგსაძეს კი გიორგი გორგილაძე, რომელიც საქართველოს სამივე პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურის უფროსი იყო. მიხეილ სვიმონიშვილი საქართველოს ელჩად შვეიცარიაში დაინიშნება, “რუსთავი 2″-ის” ყოფილი დამფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილი კი რუსეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად.
ცვლილება საფრანგეთში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაშიც იქნება, თუმცა ელჩობის სავარაუდო კანდიდატს, ჯერჯერობით, არ ასახელებენ. როგორც ამბობენ, შესაძლოა, დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩის თანამდებობა უმრავლესობის ლიდერმა მაია ნადირაძემ დაიკავოს
Leave a comment or two








